ანა ნაცვლიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა - პარტიასთან, რომელიც წარსულში ბრუნდება, თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა - პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რომ ლევან ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის არჩევნები, რაც ჩატარდა "ნაციონალურ მოძრაობაში", არის ამ პარტიის მხარდამჭერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მას არ შეაფასებს.

„თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, „ლელო" ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას. ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში," გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. „ლელო" ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს დასავლურ, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალურ ცვლილებას და მომავალზე ორიენტირებას, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რამდენად შეიძლება ითანამშრომლოს „ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან და აღნიშნა, რომ არ იცის, „საიდან მომდინარეობს ეს მოარული ხმები“.

„ის პარტნიორობა, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან გვქონდა და მომავალშიც გვექნება, ყოველთვის იყო საჯარო, ჩვენ არ დაგვიმალავს, ვისთან ვხედავდით და მოვძებნეთ საერთო პოლიტიკური ენა. ეს ენა მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობდა სრულ თანხვედრას, მაგრამ საერთო პოლიტიკური ენის მოძებნის რესურსი არსებობდა. დღეს, როცა თავად პარტიაში ასეთი პროცესები წარიმართა და წარსულმა გაიმარჯვა, ამის რესურსს ვერ ვხედავთ”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა