გიორგი ვაშაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთთავდასხმები და რაღაც კლიშეების დამკვიდრება დასრულდება - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბევრი კითხვაა და პასუხი უნდა გაეცეს

ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დასრულდება ურთიერთთავდასხმები, ურთიერთბრალდებები და რაღაც კლიშეების დამკვიდრება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ ის ახალი გუნდი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ჩამოყალიბდება, სწორედ ამ გზას აირჩევს.

„დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია. ერთადერთი, რაც მას აძლიერებს, ეს არის ოპოზიციურ ფლანგზე დაქსაქსულობა, ურთიერთბრალდებები და ჭორიკნობად ქცეული პოლიტიკა. პოლიტიკაში უნდა იყოს ხალხის საჭიროება, უნდა ვსაუბრობდეთ ახალგაზრდების პრობლემებზე, ევროპული კურსის მნიშვნელობაზე, საპენსიო ასაკის ადამიანებზე, რომლებიც დღეს 500 ლარს უნდა იღებდნენ და რატომ არ იღებენ, უნდა ვსაუბრობდეთ სამუშაო ადგილების შექმნაზე, რადგან ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ჯიბეში ჩვენ არაფერი გვემატება. ეს არის პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ამოცანა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ მისი უსუსტესი პოზიციის პირობებში გვალაპარაკებს ყველაფერზე გარდა იმისა, რაც არის საჭირბოროტო საკითხი პოლიტიკაში.

პროცესი ყველაფერს გვაჩვენებს. ლევან ხაბეიშვილს თავის საარჩევნო კამპანიაში კონკრეტული განაცხადი ჰქონდა, რომ პარტიის მართვაში ახალი ადამიანების მოყვანას აპირებს. არასწორი მგონია, წინასწარ იმ წარმოდგენებს გავყვეთ, რომელიც უნდოდათ შეექმნათ. ოპოზიციის ოპოზიციონერობა არ არის ჩვენი ამოცანა. ამოცანაა უმძიმესი - თუ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ თანამშრომლობს პუტინთან და ლავროვთან, ამის დროა, რომ ჩვენ ახლა ვარჩიოთ ეს ყველაფერი? ვაცადოთ ამ ხალხს. დღეს ხომ ჩვენ არ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სიღრმისეულ თანამშრომლობაზე? ვერ ვისაუბრებთ, რადგან ბევრი კითხვაა და ამ კითხვებს პასუხი თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გასცეს.

ლევან ხაბეიშვილმა პირობა დადო, მათ შორის იმ ამომრჩეველთან, რომელმაც მხარი დაუჭირა, რომ პარტიის მართვა გამჭვირვალე იქნება. თვითონ საუბრობდა, რომ მერაბიშვილი და სხვები კი არ მართავენ პარტიას, არამედ, ის ადამიანები, ვინც კონკრეტულად ჩაიბარებს პარტიას. დაველოდოთ ამ პროცესს - ყრილობა აქვთ ჩასატარებელი, პოლიტიკური საბჭოს არჩევნებია. არ მინდა გავავლო წითელი ხაზი იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც თქვა. არ არის ეს სწორი მიდგომა, რადგან ჩვენ პრობლემას უნდა ვეძებდეთ არა ოპოზიციურ ფლანგზე, არამედ ხელისუფლებაში, რომელიც დღეს კონსტიტუციას არღვევს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უგულვებელყოფს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა