ჯაბა სამუშია „თსუ დესპანი 2023“-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვასა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი „თსუ დესპანი 2023“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მონაწილე სტუდენტებს თსუ რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გაქვთ, რადგან წარმოადგენთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტს, რომელმაც საქართველოში შექმნა როგორც უმაღლესი სკოლა, ასევე საფუძველი ჩაუყარა მეცნიერების განვითარებას. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი უპირველესად არის სტუდენტების“, - განაცხადა რექტორმა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, „თსუ დესპანი 2023“ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

თსუ-ს ცნობით, პროექტი 11 წელია ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 5000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. წელს კი, პროექტში მონაწილეობის სურვილი 400-მდე სტუდენტმა გამოთქვა.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროექტი ხორციელდება სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან ერთად. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ჩართული სტუდენტებისთვის, რადგან მათ აქვთ საშუალება წვდომა ჰქონდეთ მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სახის აქტივობაზე, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი პასუხობს უნივერსიტეტის მესამე მისიით განსაზღვრულ საჭიროებებს და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

პროექტის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთონ ისეთ მნიშვნელოვან ტრენინგებში როგორებიცაა: კარიერის მართვის კურსი; გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა; პროექტის წერა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ საჭირო ტრენინგები პრეზენტაციის უნარებში, რის შემდეგაც თებერვლის მეორე ნახევრიდან ესტუმრებიან მშობლიურ სკოლას და უფროსკლასელებს საკუთარ საუნივერსიტეტო გამოცდილებას გაუზიარებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა