ნინო ჩხობაძე - საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამის ძირითადი მიზეზია ქალაქში შექმნილი საცობი, არარსებული სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა და ა.შ.

„უნდა ვიცოდეთ და არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელი წყარო არის ტრანსპორტი. ვერავინ მეტყვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა საუკეთესოა, რადგან ჩვენ დღეს ქალაქში ძალიან დიდი საცობი გვაქვს. საცობი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება საკმაოდ სერიოზულია. იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს ქალაქის და ურბანული დასახელებების ატმოსფერული ჰაერი, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სატრანსპორტო პოლიტიკა, გამკაცრდეს საწვავთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესიც. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეფუთულ შენობებს, როცა მშენებლობა მიმდინარეობს ამა თუ იმ ადგილას და ჰაერი ისევ ბინძურდება“,-განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, მაღალსართულიანი შენობების გამო რეალურად არ ხდება ჰაერის განიავება, რაც ჰაერის დაბინძურების კუთხით კიდევ ერთი დამატებითი პრობლემაა.

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ჩვენთან ყველაზე სერიოზული პრობლემა არის ტრანსპორტი. ის, რომ სატრანსპორტო მაგისტრალები მოწესრიგებული არ არის. ის, რომ ჯერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო პოლიტიკა. კარგია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა, მაგრამ პრობლემა დიდია. გზის გამტარობა არის პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანა არ უნდა ჩერდებოდეს. საცობი ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია“, -განაცხადა ჩხობაძემ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს