ლევან დავითაშვილი საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს, ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გავლენიანი კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტების საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

მათივე ცნობით, მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია წამყვანი კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ.

„საქართველოს ბიზნესკლიმატის კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩენის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავიწყეთ კონკრეტული ლოკაციების მენეჯერების აყვანა სამიზნე ბაზრებზე. ჩვენ მიზანია, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ბიზნესი მოვიზიდოთ, მეტი ინვესტიცია განხორციელდეს და ცნობილი კომპანიები შემოვიყვანოთ. ამისთვის კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებიან წამყვან კომპანიებს, რომელთაც ბიზნესპროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ და ეძებენ ახალ ლოკაციებს. საქართველო მათთვის ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობენ ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში საკუთარი ოფისები გახსნეს ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიცაა „კონსენტრიქსი“ და „მაჯორელი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა