კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების თანახმად, USA2GEORGIA-მ ვალდებულება აიღო, მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს.

„2023 წლის 27 იანვარს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს საქმის შესწავლა დაასრულა. საკითხი ეხებოდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საქმის შესწავლის ფარგლებში, მომხმარებლის სასარგებლოდ, კონკურენციის სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. შესაბამისად, USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

კერძოდ, USA2GEORGIA აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდეს და ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს ე.წ. „გადაფუთვის“ სერვისი ჰქონდა თუ არა მონიშნული.

აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება მომხმარებლებზე:

  • რომლებსაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან ჯერ არ გაუტანიათ;
  • რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს;
  • რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს, თუმცა კომპანიისგან გარკვეული რაოდენობის ფასდაკლება მიიღეს;
  • რომელთაც 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეიძინეს პროდუქცია და გადამზიდ-ექსპედიტორ კომპანიად USA2GEORGIA მიუთითეს, თუმცა მათი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში ჯერ არ დასრულებულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და რომლებთან მიმართებაშიც წონის მოცულობითი გამოთვლის პრინციპი აშშ-ს საწყობიდან გამოგზავნამდე, წინასწარ, ინდივიდუალურად არის მომხმარებელთან შეთანხმებული).

ასევე, შეთანხმების თანახმად, USA2GEORGIA-მ ვალდებულება აიღო - მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია - 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით, USA2GEORGIA-ს საინფორმაციო ბლოგზე (https://www.usa2georgia.com/submit) განცხადება შეავსოს და მოთხოვნა წარადგინოს. შეთანხმება ეხება იმ პირებსაც, ვინც USA2GEORGIA-ს საიტზე თავისი პროფილი უკვე გააუქმეს.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს“, -აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა