უკრაინაში, საკრებულოს დეპუტატი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლის“ წევრი დააკავა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სევერსკის საკრებულოს დეპუტატი რაშისტების თანამონაწილე აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა ინფორმაციას ბახმუტის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების განლაგების შესახებ.

მათივე ცნობით, მან ასევე გადასცა ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კოორდინატები, მათ შორის ელექტროენერგიის წარმომქმნელი საწარმოების. ამ მონაცემებით, უკრაინელებმა უკრაინის ქალაქებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

სასამართლომ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა