„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ნავსადგურში, ხუთთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი ნავსადგურის საქმიანობის შესახებ, 6 ახალგაზრდამ გაიარა.

„ინპორტის“ მონაწილის, ლიზა შურღულაიას განცხადებით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ძალიან საინტერესო და ამავდროულად შედეგიანი იყო.

„მსურდა დავბრუნებოდი საკუთარ ქალაქს, სადაც მოვახერხებდი დასაქმებას, როგორც საკუთარი ასევე ქალაქის წინსვლისათვის. „ეიპიემ ტერმინალსში“ მუშაობა საუკეთესო შესაძლებლობაა ცოდნის გამდიდრებისთვისა და პროფესიული ზრდისთვის. ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი გუნდთა სიახლოვე და ერთად მიზნისკენ სწრაფვაა. დამამახსოვრდა ერთი საინტერესო შეკითხვა, თუ რატომ უნდა ავდგეთ ადრე ყოველ დღე, რომლის პასუხსაც იპოვი თუ გიყვარს შენი საქმე და ის დიდი გუნდი რომლის ნაწილიც ხარ შენ“, - განაცხადა ლიზა შურღაიამ.

ამასთან, „ინპორტის“ ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის.

„ფოთიდან ვარ და ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემს ქალაქში ვყოფილიყავი დასაქმებული, განსაკუთრებით იმ საქმიანობაში რისიც უნდა გვეამაყებოდეს. ვფიქრობ პორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანიის ფასეულობები პროგრამის დაწყების შემდეგ უფრო მეტად გავიაზრე და გავიგე, მაგრამ მანამდეც ვფიქრობდი და ახლა უფრო მეტად ვარ დარწმუნებული თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და თანამედროვე კომპანია“, - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას „ინპორტი“ 2017 წლიდან ახორციელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა