„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი - "კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას "კორუფციის აღქმის ინდექსის" 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ახალი ინდექსის მიხედვით წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „რამდენიმე ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ“, „მნიშვნელოვნად წინ ვერ წავიწიეთ“ და ა.შ. სინამდვილეში, საქართველო პირველად, ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღნიშნული სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან თანაბარი შედეგი აქვს. რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანას დიდი უპირატესობით უსწრებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც საქართველო უსწრებს ან თანაბარი ადგილი აქვს: საქართველო - 41-ე ადგილი 1. ჩეხეთი - 41, 2. იტალია - 41, 3. სლოვენია - 41, 4. პოლონეთი - 45, 5. სლოვაკეთი - 49, 6. კვიპროსი - 51, 7. საბერძნეთი - 51, 8. მალტა - 54, 9. ხორვატია - 57, 10. რუმინეთი - 63, 11. ბულგარეთი - 72, 12. უნგრეთი - 77, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: საქართველო - 41-ე ადგილი 1. მონტენეგრო - 65, 2. ჩრდ. მაკედონია - 85, 3. მოლდოვა - 90, 4. ალბანეთი - 101, 5. სერბეთი - 101, 6. თურქეთი - 101, 7. ბოსნია და ჰერცოგოვინა - 110, 8. უკრაინა - 116“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა