დავით ნარმანია ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ორგანიზებით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით წარდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

„ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ენერგიის ზრდას. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელდება უფრო მეტი ინვესტიცია. ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას, ქვეყნის შიდა მოხმარების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ეფექტური იქნება. აუცილებელია, დროთა განმავლობაში საქართველომ შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას.

სემეკის ცნობით, ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმს ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი განმარტებით, შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმი გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს მისიის წარმომადგენელმა კლერ მეისონმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა