გიორგი ვოლსკი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს.

ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოლეგ სერებრიანთან შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს. ასევე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობა.

„ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პერიოდთან დაკავშირებით, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთაშორისო ჩართულობით საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობები, მთელი სპექტრი იმ პრობლემებისა, რომელიც მოლდოვას დღეს ახასიათებს და ის რეალური სიტუაცია, რაც არსებობს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პერსპექტივები, რაც საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი, ლევან ქარუმიძე და ისკო დასენი.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა