ალექსი პეტრიაშვილი - ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ - ხელისუფლებისგან არავინ ითხოვს ქვების სროლას და სამხედრო ესკალაციას რუსეთთან, მაგრამ ყოველთვის არის დუმილი რუსეთის განცხადებების შემდეგ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი ჩამოდის საქართველოში ასეთ პერიოდში და ასეთ ვითარებაში, - ასე შეაფასა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა ავსტრიის ფედერალურმა კანცლერის, კარლ ნეჰამერის ვიზიტი საქართველოში.

პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ვიზიტი როგორც ავსტრიაში საქართველოს ელჩის და საელჩოს, ისე საქართველოში ავსტრიის საელჩოს და მათი ელჩის დიდი დამსახურება არის.

„აღნიშნული ვიზიტზე მთავარი საუბარი იყო კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებზე. ავსტრიის კანცლერის მიერ შეფასდა საქართველოში არსებული ვითარება, იყო გარკვეული მოწოდებებიც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაილახოს სირთულეები და საუბარი იყო ავსტრიისა და ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის მზაობაზე და საქართველოს მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნების წინ ეძლევა კარტ-ბლანში. „ქართული ოცნება“ კი არა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საკუთარ ხელში მიიღებს, ამას ბოლომდე მთავარ გზავნილად გამოიყენებს, რომ მათმა პრინციპულმა პოზიციამ გამოიღო შედეგი და ისინი არ გაჰყვნენ არცერთ „შანტაჟში“ ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს და დღეს მათ შეინარჩუნეს მშვიდობა და მიიღეს კანდიდატის სტატუსი. უარის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ მომზადებული აქვს ნიადაგი, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის და კონკრეტული მედიამენეჯერის გამო საქართველო დაიჩაგრა, არ ჩაერთო ომში და ამის გამო არ მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ საკუთარ ელექტორატს ამ საკვებს აუცილებლად გაუზიარებს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთან, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა „საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკოსების მხრიდან დასავლეთისადმი კრიტიკულ განწყობაზე“. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, დასავლეთში გაკეთებულ განცხადებებზე მმართველი ძალის პოლიტიკოსების „რეაქცია არის უსწრაფესი“.

„ნებისმიერ წინადადებაზე, იქნება ეს CNN-ის კორესპონდენტი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი თუ რომელიმე ქვეყნის აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ლიდერი, გამზადებული არის ელვის სისწრაფით პასუხი. მანიპულირება ხდება ციფრებით, განცხადებებით და გზავნილებით და ეს პასუხი არის დაუყოვნებლივი. ველოდებოდი და ვეძებდი შეგნებულად, თუ როდის გააკეთებდა ქართული მხარე გავრილოვის განცხადების პასუხს, რომელმაც ისაუბრა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ მიესალმება სამმხრივი პროექტების განხორციელებას საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის, ასევე იყო განცხადება ფრენებთან დაკავშირებითაც. ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. საქართველოს ხელისუფლებისგან არავინ ითხოვს ქვების სროლას და სამხედრო ესკალაციას რუსეთთან, მაგრამ გასულ წლებშიც კი „ქართული ოცნება“ ფორმალობისთვის მაინც აკეთებდა განცხადებებს, რომ საქართველოში ვერ იქნება სამი საელჩო, რომ უნდა შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. ახლა კი განცხადებაც კი არ გაგვიგია. დაუყოვნებლივ ხდება დასავლეთის მისამართით საპასუხო განცხადება და ყოველთვის არის დუმილი რუსეთის განცხადებების შემდეგ“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა