ლევან დავითაშვილი - საქართველოში ეკონომიკური ზრდის ყველა მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ გასული წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს

2022 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გასული წლის დეკემბრის თვეშიც გაგრძელდა. დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 11 % შეადგინა და საბოლოო წლიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 10.1 %. ეს წინასწარი მონაცემებია, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაცემები ზრდისკენ დაზუსტდება“, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განაპირობა რამდენიმე სექტორში ეკონომიკურმა აქტივობამ, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სექტორის აღდგენა, სადაც შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე, მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ექსპორტი, რომლის მონაცემები 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და ეს ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აქტივები ძალიან დივერსიფიცირებული იყო როგორც ტრანსპორტის და საწყობების ლოგისტიკის სფეროში, ისე მშენებლობაში უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე მომსახურებაში და წარმოების კუთხით.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა -მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო რეიტინგი უცვლელი „BB“ დონეზე დატოვა.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა და სხვა „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიანიშნებს, მიუხედავად საგარეო შოკებისა. ეკონომიკური ზრდის შეფასებისას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა, მაგრამ პოზიტიური პერსპექტივით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თუ 2023 წელსაც შევინარჩუნებთ დადებით ტენდენციებს, შემდეგი შეფასებისას ჩვენი სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდება. ჩვენი მოლოდინია - დადებითი ტენდენციები უნდა შევინარჩუნოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წელს არამხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო, არამედ, როგორც ვთქვით, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მრავალ სექტორს მოიცავს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი ასევე ხაზს უსვამს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს, რომ დეკემბრის თვეში საკმაოდ მაღალი იყო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა - ის 18.1%-ით გაიზარდა. ამასთან, დეკემბერში გაზრდილია ტურისტული აქტივობა - ტურიზმის სექტორიდან შემოსავლებმა 555 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა რემიტანსების მიმართულებითაც - უცხოური ვალუტის გადმორიცხვებმა საქართველოში 535 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ყველა ეს მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში 2022 წლის დადებითი ტენდენციები 2023 წელსაც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა