კახა კალაძე - ოპოზიციის ახალ გაერთიანებას მნიშვნელობა არ აქვს, ცვლილების მოტანა არ შეუძლია - ეს ადამიანები ერთიანდებიან და ყოველთვის მარცხდებიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მორიგი გაერთიანება შეიქმნება, ეს პოლიტიკურ სივრცეში ცვლილებებს ვერ მოიტანს. აღნიშნულით ის “ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძე წერს, რომ „ახალი ძალების გაერთიანების დროა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და გამარჯვება უნდა“.

„ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მსგავსი რამდენი გაერთიანება გვინახავს? პირველად ხომ არ ვუყურებთ? ბოლოს ჩემს წინააღმდეგ იყო გაერთიანება თვითმმართველობის არჩევნების წინ. მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა ჩემს წინააღმდეგ და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ გასცა მათ საკადრისი პასუხი. მთავარია, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი ხედავს რეალობას, ვის უყვარს ქვეყანა და სამშობლო. ადამიანები ხედავენ იმ რისკებს, რაც ომში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს. ჩემთვის ამას [ოპოზიციის ახალ გაერთიანებას] მნიშვნელობა არ აქვს, ცვლილების მოატანა არ შეუძლია. გვინახავს გაერთიანებულები და შემდეგ დაშლილნი. ეს ადამიანები ერთიანდებიან და ყოველთვის მარცხდებიან. დარწმუნებული, ვარ, მომავალშიც ასე იქნება", - აღნიშნა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა