ხათუნა სამნიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება გარდაუვალია, თუმცა ჯერ არც გაერთიანებების დროა და არც მოწოდებების, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შედეგის შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება გარდაუვალია, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ყველა პარტიამ გააანალიზოს ვითარება, ხოლო გაერთიანებაზე მოწოდებების დრო ჯერ არ არის.

„ამ არჩევნების შედეგის შემდეგ გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება ქართულ პოლიტიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტიამ საკუთარ წიაღში უნდა გააანალიზოს ვითარება. ჯერ არც გაერთიანებების დროა და არც მოწოდებების, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს. ახლა ყველა პარტიამ უნდა გააანალიზოს ვითარება და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. „რესპუბლიკური პარტია“ ახლა ამ პროცესშია,“ - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა