ლაშა ფარულავა - გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანა უზრუნველვყოთ

საზეიმო არავის არაფერი გვაქვს. გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანა უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავმჯდომარეობის არჩევნებით, „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აჩვენა და მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დემოკრატიულობის ტესტი ჩააბარა“.

„პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილმა მყარი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა აქ არავინ აპირებს ზეიმის მოწყობას. ჩვენ ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანისთვის. გვექნება მათ შორის, კონკრეტული მოქმედებები, შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში აი, ეს იქნება გარანტირებული - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება გადარჩენილი და ის იქნება თავისუფლებაზე, როდესაც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ევროპული პერსპექტივის რეალიზების კონკრეტულ ნაბიჯებს ვანახებთ, როდესაც ემიგრანტებს გაუჩნდებათ იმედი, რომ დაბრუნდებიან ქვეყანაში და როდესაც დებიძინიზაცია დაიწყება, რა თქმა უნდა, ადამიანები იზეიმებენ, მაგრამ ახლა საზეიმო არავის არაფერი გვაქვს. გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა უზრუნველვყოთ. ამისთვის ვაპირებთ გაერთიანებას და გაერთიანებას ვაპირებთ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა