ლევან ქარუმიძე - „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას უსწრებს

„კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს და ადგილს იყოფს ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელი Twitter-ში უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე წერს.

„კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 1 ქულა მოემატა, უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს და ადგილს იყოფს ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან,“ - წერს ლევან ქარუმიძე.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ის რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა