„ეიპიემ ტერმინალსის“ აფრიკისა და ევროპის რეგიონის ტერმინალების ხელმძღვანელი - 2023 წელი გლობალური ეკონომიკური თვალსაზრისით რთული იქნება, შეიმჩნევა საკონტეინერო მოცულობის ვარდნაც

„ეიპიემ ტერმინალსის“ აფრიკისა და ევროპის რეგიონის ტერმინალების ხელმძღვანელი იგორ ვან დენ ესსენი საქართველოს ეწვია და ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იგორ ვან დენ ესსენმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის 2022 წლის მიღწევებზე, განსაკუთრებით კი, ,,წლის ტერმინალის“ ტიტულის მიღება გამოყო.

,,წლის ტერმინალის ჯილდოს მოგება არ არის უბრალო მიღწევა. შეფასებისას, ჩვენი ექსპერტების გუნდი ხელმძღვანელობს კრიტერიუმების გრძელი ჩამონათვალით, რომელიც უნდა შესრულდეს. თუმცა, მე თუ მკითხავთ, წლის ტერმინალის სტატუსი თქვენ იმით დაიმსახურეთ, რომ ფოთში შექმენით და განავითარეთ სამუშაო კულტურა „ლინის“ მეთოდოლოგიით. ჩვენ დღესაც აღვნიშნეთ ეს მიღწევა. აქ „ლინის“ პროგრამის პირველი საფეხური ყველას გავლილი აქვს“, - განაცხადა იგორ ვან დენ ესსენმა.

მისივე თქმით, 2023 წელი გლობალური ეკონომიკური თვალსაზრისით რთული იქნება, შეიმჩნევა საკონტეინერო მოცულობის ვარდნაც.

„ეიპიემ ტერმინალსში“ ამისთვის საკმაოდ მომზადებულები ვართ. ჩვენ კომპანიის მასშტაბით დავნერგეთ ერთიანი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ფოკუსირებულად საჭიროებების მიხედვით მოქმედებას და გადავწყვიტეთ ყველა ტერმინალში შევამციროთ გემების ნავსადგურებში ყოფნის საათები“, - განაცხადა ესსენმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების დაცვა კომპანიისთვის უმთავრეს პრიორიტეტიც რჩება.

,,ჩემი უმთავრესი რეკომენდაციაა, იზრუნოთ თქვენი კოლეგების უსაფრთხოებაზე; მეორე, იზრუნეთ თქვენს ოჯახზე და მეგობრებზე; მესამე, მიუდექით თქვენს საქმეს მთელი მონდომებით და ეცადეთ, ისწავლოთ ყოველდღიურად რაიმე ახალი. თუ ამას გააკეთებთ, მაშინ გექნებათ ბედნიერი ცხოვრება და ისიამოვნებთ იმით, რასაც აკეთებთ; ჩვენ ასე მივაღწევთ წარმატებას!“ - აღნიშნა მან.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში