„ვივამედის“ დირექტორი - კორონავირუსზე მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხი უარყოფითია - რაც შეეხება გონების კარგვას, ბადრაგს და ექთანს ასეთი ფაქტი არ დაუნახავთ, პაციენტი ტკივილს არ უჩივის, თავის დარტყმა არ ყოფილა, ზურგით მოხდა კედელთან შეხება

„ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესება აღენიშნება.

„გუშინ გავიმეორეთ „პისიარ“ ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ტესტის პასუხი უარყოფითია. გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებაა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ასევე, მან მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება, „არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა“.

„რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს და პერსონალურ ექთანს, მათ მიერ გონების კარგვა ნანახი არ იყო. პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას.

ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება. რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე. პაციენტი თავს იკავებს. აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა