საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი - საქართველო ბიზნესს საუკეთესო პირობებს სთავაზობს

საქართველო ბიზნესს საუკეთესო პირობებს სთავაზობს, აქ მაღალ დონეზეა ბიზნესის დაწყება და წარმოების კულტურა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა მაიკლ ჟდანოვსკიმ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

მაიკლ ჟდანოვსკის თქმით, საქართველოში არსებული მომსახურების დონე მარტივად გაუწევს კონკურენციას ბიზნესსერვისების მიმწოდებლებს დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან.

„საქართველოში შესაძლებელია ბიზნესი სულ რაღაც ერთ დღეში დაარეგისტრიროთ, მთავრობა კი მაქსიმალურად ამარტივებს საერთაშორისო კომპანიებისთვის ქვეყანაში შემოსვლისა და ბიზნესის დაწყების პროცედურებს, რათა უცხოელმა ინვესტორებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. საქართველო არაჩვეულებრივად კომფორტული ადგილია ბიზნესისთვის. როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ბიზნესის ოპერირებისთვის არა მხოლოდ ხელსაყრელი გარემო, არამედ შესაბამისი კულტურაც გჭირდება. საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი მაღალი კლასის სასტუმრო, შესანიშნავი მომსახურება და ადამიანებზე ორიენტირებული ფანტასტიური სერვისებია“, - აღნიშნა მაიკლ ჟდანოვსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს