გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ის არის რევოლუციის და ქაოსის სიმბოლო - რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, „ნაცმოძრაობაში“ ის ხდება, აქამდე რაც იყო ჟურნალია, ახლა იწყება თავდავიწყება

„ნაცმოძრაობაში" რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, ის ხდება, აქამდე რაც იყო ჟურნალია, ახლა იწყება თავდავიწყება - „ნაცმოძრაობა" უკვე პრაქტიკულად დაშლილია, რა და როგორ მოხდება ეს უკვე ტექნიკის საკითხია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა ხელს შეუწყობს ოპოზიციური სპექტრის განვითარებას და ამას საზოგადოება დაინახავს.

„დღეს პირველი ცეცხლი გაიხსნა და ითქვა, რომ გამარჯვებულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არეულობა და ქაოსი პარტიაში არ იყოს, თუმცა, მინდა შევახსენო ყველას, რომ გამარჯვებული მხარეა ხაბეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ "ჩემს უკან არის მერაბიშვილი და კეზერაშვილი და მე მინდა რევოლუცია". რანაირად იქნება ეს განცხადება იმის გარანტი, რომ სადმე შეიძლება იყოს სიმშვიდე?! პირდაპირ ამბობს ადამიანი, რომ ის არის რევოლუციის და ქაოსის სიმბოლო”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა