გია ვოლსკი - მამუკა ხაზარაძე ახალ მოძრაობას ვერ შექმნის თუ ნიკა მელიას შეუერთდება - როცა მავნებელთა ორი გუნდი ერთიანდება, არ კარგავს არც შინაარს და არც ფერს

ახალ მოძრაობას მამუკა ხაზარაძე ვერ შექმნის - ვერ წარმომიდგენია სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება სერიოზული გეგმებითა და პატრიოტული სულისკვეთებით გაერთიანება „ლელოსთან“ შექმნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, როცა პოლიტიკური ძალა მის მიმართ მოთხოვნას კარგავს, ახალი გაერთიანების შექმნაზე ლაპარაკს იწყებს, „მაგრამ ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაში შეიქმნა, ორიენტირებულია დესტაბილიზაციაზე, რათა ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოვიდეს“.

„ჩრდილოვანი მმართველობა განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძის მოკავშირე "ნაციონალურ მოძრაობას" ახასიათებს, რომლის უკან ფინანსური რესურსებით - დავით კეზერაშვილი, პოლიტიკური რესურსებით მერაბიშვილი დგას, წინ ჰყავთ წამოწეული - ხაბეიშვილი, რომლის გვარიც შეიძლება უცებ არ მოგაგონდეს, როცა პოლიტიკოსების სიას გადახედავ.

რჩევებს არავისგან იღებენ, მაგრამ კარგი იქნება, თუ წალენჯიხაში ერთ პროექტს მაინც განახორციელებენ, რაც მანამდე თქვეს. რაღაც გაერთიანებებზე საუბარი ახალი არ არის - როცა პოლიტიკური ძალა დავიწყებას ეძლევა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენება უნდა, უცებ გაერთიანებებზე იწყებს საუბარს, რომელმაც ვითომდა პროდასავლური გეზი უნდა აიღოს და ძალების კონსოლიდაცია მოახდინა.

ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რეალურ სურათს ვხედავთ - არსებობენ მავნებლების გაერთიანება და რეალური ოპოზიციური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ოპონირებას ცდილობენ. ხელისუფლება კი, ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს.

თუ მამუკა ხაზარაძენიკა მელია შეუერთდება, არ ვიცი, ვინ ვის მოუტანს რაიმე პოლიტიკურ სარგებელს, მაგრამ როცა მავნებელთა ორი გუნდი ერთიანდება, არ კარგავს არც შინაარს და არც ფერს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა