შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ აპირებენ მის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მას სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ მის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას აპირებენ.

როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამის გამო კლინიკაში მივიდა და ელოდება, როდის მისცემენ პალატაში შესვლის ნებართვას.

"ახლა შევდივარ კლინიკაში. დამირეკა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ვაპირებთ რეანიმაციაში გადაყვანას და მოდითო. ველოდები, როდის ამიშვებენ პალატაში“,- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ დღეს გაავრცელა. თავის მხრივ, კლინიკაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ არ არის გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განუცხადა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს