კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს გამოქვეყნდა მსოფლიოში „კორუფციის აღქმის“ განახლებული ინდექსი. საქართველო 41-ე ადგილზეა და უკეთესი მდგომარეობა გვაქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ინდექსი პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა და მისი უცვლელი მაჩვენებელი, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი, ჩვენი ეკონომიკის ავადმყოფობა-სტაგნაციაზე მიუთითებს.

2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ შარშან, 10 %-ით, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის. ეკონომიკის ამგვარი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არაფრისმომცემია, არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ არის ღირსეული ხელფასი.

ეკონომიკის რეალური ზრდისთვის საჭიროა, საქართველო ლიდერობდეს ქვეყნების ტოპ-სამეულში, ისეთ წამყვან ინდექსებში, როგორიცაა:

1. კორუფციის აღქმის ინდექსი - 1-3 ადგილი.

2. უსაფრთხოების (კრიმინალის აღქმის) ინდექსი - 1-3 ადგილი.

3. მართლმსაჯულების სისტემის შემფასებელი მთავარი ინდექსები - 1-3 ადგილი.

4. ბიზნესის კეთების სხვადასხვა ინდექსები და ა.შ.

10 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ საშუალება ჰქონდა, ამ მაჩვენებლებისთვის მიეღწია. შედეგად, მივიღებდით ეკონომიკის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების უსწრაფეს ზრდას. სამწუხაროდ, ათი წელი დაიკარგა და იმედია, კიდევ ბევრ დროს არ დავკარგავთ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის