დავით მათიკაშვილი - მბრძანებლობას და კაპრიზებს მიჩვეული სააკაშვილი რომ ციხის რეჟიმს არ შეეგუებოდა და ბულინგს შეეცდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არის, ეს ჩანაწერებითაც კარგად გამოჩნდა

მბრძანებლობას და კაპრიზებს მიჩვეული პატიმარი სააკაშვილი რომ ასე არ შეეგუებოდა ციხის, საავადმყოფოს რეჟიმს და ბულინგს შეეცდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არის, ეს ჩანაწერების გამოქვეყნებითაც კარგად გამოჩნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას სამედიცინო პერსონალზე ზეწოლის შესახებ.

მათიკაშვილი გამოეხმაურა ასევე ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ექიმების პასუხისმგებლობაა.

„მე ანალიზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, სასამართლოს და ექიმების გადასაწყვეტია პატიმარ სააკაშვილის შემდგომი ბედ-იღბალი, მაგრამ ის, რომ მბრძანებლობას და კაპრიზების ასრულებას მიჩვეული პატიმარი სააკაშვილი ასე არ შეეგუებოდა ციხის და საავადმყოფოს რეჟიმს და საკუთარი ნება-სურვილის სხვაზე თავსმოხვევას და ბულინგს შეეცდებოდა, ამაზე ორი აზრი არ არის, ჩანაწერების გამოქვეყნებითაც ეს კარგად გამოჩნდა და იმ შესაბამისი ჩვენებებით, რომელიც „ვივამედის“ თანამშრომლებმა ჩვენ ყველას გვაუწყა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის ჰუმანიზმზე. გეგმაა, რომ როგორმე პატიმარი სააკაშვილი დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან, რაც მისჯილი აქვს.

სამედიცინო საკითხები, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის სამედიცინო კლინიკაში წყდება, არის იქ გადასაწყვეტი, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასზე პასუხისმგებლები არიან ექიმები. ამიტომ თუ ვინმეს მართლაც აინტერესებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაეკითხონ ექიმებს და არა სპეკულაცია დაიწყონ ამ თემაზე,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ დღეს გაავრცელა. "ვივამედის” გენერალურ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით კი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში „ჯერ არ გადაჰყავთ“. "როცა დავაპირებთ, გეტყვით. ჯერ არა", - აღნიშნავს ნადირაძე.

ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ მუშაობს. მისივე თქმით, მათ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურებით დაკავდებიან.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა