დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ბიზნესასოციაციას გამორჩეული პარტნიორის ჯილდო გადასცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას გამორჩეული პარტნიორის ჯილდო გადასცა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშის წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ნაყოფიერად ითანამშრომლეს სააგენტოსთან, რომელთა შორის სწორედ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დასახელდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ერთ-ერთი და გამორჩეული კი სწორედ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ვინაიდან სააგენტოს აქვს სპეციფიური სერვისები, რომელსაც ის სთავაზობს დამსაქმებელებს და BAG, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მიწოდებას ბიზნესისა და მისი წევრი კომპანიებისთვის.

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, BAG ინდექსის თანახმად, ბიზნესის კეთების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება კადრების დეფიციტი, რაც საჭიროებს შესაბამის რეაგირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ კავშირების დამყარებას, ისეთ პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ რესურსები, არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადამიანური რესურსების მოძიება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნა. სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის საერთო გამოწვევაა კადრების დეფიციტი, რასაც ადასტურებს BAG ინდექსის კვლევის შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს ეფექტიან კომუნიკაციასა და კოორდინირებულ მუშაობას. ჩვენთვის პატივია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად დასახელება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა