იენს სტოლტენბერგი - თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის და ასევე ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ავტორიტარულ ლიდერებს მთელს მსოფლიოში

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ჩინეთთან მზარდმა სამხედრო თანამშრომლობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე დაძაბული ფონი შექმნა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე ნატო-მ და იაპონიამ ურთიერთობები უნდა გააღრმაონ.

„უკრაინის ომი აჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის და ასევე, ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ავტორიტარულ ლიდერებს მთელს მსოფლიოში, რადგან გზავნილი იქნება, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, თუ გამოიყენებენ სამხედრო ძალას. ამიტომ, უკრაინის ომი ყველას გვეხება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა