საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი არქიტექტურაში მოდერნისტული ტრადიციის უკუგდებისა და ურბანულ დიზაინში ანტიმოდერნისტული შემობრუნების საკითხებს სწავლობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ასაბაშვილი, პროფესორ ნინო იმნაძის ხელმძღვანელობით, არქიტექტურაში მოდერნისტული ტრადიციის უკუგდებისა და ურბანულ დიზაინში ანტიმოდერნისტული შემობრუნების საკითხებს სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემა - „ანტიმოდერნისტული შემობრუნება საბჭოთა არქიტექტურასა და ურბანულ დიზაინში თბილისის მაგალითზე“, ეხება გასული საუკუნის 70-იან წლებში არქიტექტურაში მომხდარ ანტიმოდერნისტულ შემობრუნებას, რაც გულისხმობდა მოდერნისტულ პრინციპებზე უარის თქმას და ალტერნატიული თეორიების ძიებას.

როგორც დოქტორანტი ლევან ასაბაშვილი აცხადებს, კვლევის მიზანია ინტელექტუალური ფენომენის მაფორმირებელი იმპულსების გამოვლენა, ასევე ამ იდეების და მათი გავლენით შექმნილი არქიტექტურული თუ ქალაქგეგმარებითი პროექტების იდეოლოგიური და პოლიტიკური როლის უკეთ გააზრება.

„დღეს აკადემიურ სივრცეში საბჭოთა არქიტექტურის და ქალაქგეგმარების მიმართ ინტერესი იზრდება. ძირითადი ყურადღება ეთმობა საბჭოთა მოდერნიზმის გამორჩეულ ნიმუშებს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის შესწავლა თუ რატომ და როგორ მოხდა პროფესიაში მოდერნისტული ტრადიციის უკუგდება და რა შედეგი გამოიღო ამან გრძელვადიან პერსპექტივაში. მთლიანობაში, ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს ამ პერიოდში მომხდარი სივრცის პარადიგმის ცვლილების შესახებ ცოდნის გამდიდრებას. საკვლევი ობიექტებიდან ერთ-ერთ მთავარ ადგილს იკავებს 70-80-იან წლებში თბილისის ისტორიული ცენტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგად გავიღრმავებთ ცოდნას 70-იან წლებში ანტიმოდერნისტული შემობრუნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური იმპულსების შინაარსის შესახებ. ასევე გვეცოდინება მეტი 70-80 იან წლებში ჩატარებული თბილისის ისტორიული ცენტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიაზროთ ზოგადად, ქალაქის რეკონსტრუქციის პროექტების პოლიტიკური მნიშვნელობა“, - აცხადებს ლევან ასაბაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, სადოქტორო თემის საკითხების მეცნიერული შესწავლა და განსახილველად გამოტანა ხელს შეუწყობს მიმდინარე გლობალურ ტრანსფორმაციის კონტექსტში ქართული არქიტეტურის ადგილის გააზრების მცდელობას. ასევე, ქალაქის ისტორიული ცენტრის ახალი თვალით დანახვას.

„პირველ რიგში, კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს გავიაზროთ გვიან საბჭოთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებისა და ამ პერიოდის სივრცითი განვითარების ურთიერთკავშირი. ის დაგვანახებს ამ პერიოდის სივრცით აზროვნებაში მომხდარ პარადიგმულ ცვლილებას, და მისი გენეზისის ხელშემწყობ სოციალურ-ეკონომიკურ იმპულსებს. ეს პარადიგმული ცვლილება საფუძვლად დაედო შემდგომ, პოსტსაბჭოთა ეპოქაში, განვითარებულ სივრცითი წესრიგს, და დღემდე არ შეცვლილა. ასევე, ის დაგვეხმარება ახლიდან გავიაზროთ როგორც ქალაქის ისტორიული ცენტრის ფენომენის მნიშვნელობა, ასევე ურბანული რეკონსტრუქციის პრაქტიკის პოლიტიკური და სოციალური შინაარსი.

წარმოდგენილი კვლევის საგანი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც მიმდინარეობს 1970-იანი წლებიდან ჩამოყალიბებული გლობალური წესრიგის რღვევა და მასთან ერთად საქართველოს თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილება. სამწუხაროდ, ქართული არქიტექტურულ-სივრცითი აზროვნება ფეხს ვერ უწყობს ამ ცვლილებებს და ისევ ცივი ომისა და პოსტსაბჭოთა სააზროვნო დიაპაზონში ოპერირებს“, - აცხადებს ნინო იმნაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა