შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრის მიზანი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებაა.

უწყების ინფორმაციით, 2022 წლის 2 მაისიდან, საქართველოს პროგრესული ფორუმისა და UNDP-ს ერთობლივი ძალისხმევით, შრომის ინსპექციის სამსახურში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საკონსულტაციო ცენტრი - ცხელი ხაზის (15-75) სახით, რომელიც სატელეფონო კონსულტირების გზით გასცემს ინფორმაციას შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე.

„ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო ახლადშექმნილი საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის პირველი შედეგები. ამ დროის განმავლობაში, საკონსულტაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 6200-ზე მეტი ზარი განხორციელდა.

კონსულტანტები და ოპერატორები შემოსულ ზარებს ამუშავებენ, კითხვის შინაარსის შესაბამისად, რაც გამოწვევების სწორად იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს.

საკონსულტაციო ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, მისი თქმით ახალი პლატფორმა კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სამსახურის მუშაობას.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე დიმიტრი ცქიტიშვილი.

შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი არის ორდონიანი საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც დაკომპლექტებულია ცხელი ხაზის ოპერატორების, შრომის სამართლის კონსულტანტის, შრომის უსაფრთხოების კონსულტანტისა და ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციებისგან.

გარდა ცხელი ხაზის ოპერატორებისა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს კონსულტაციას თავად შრომის ინსპექტორებისა და უწყების სხვა თანამშრომლებისგან.

შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ წარმომადგნელები პარლამენტიდან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციებიდან.

შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის სწრაფი დაფინანსების ფონდისა და შვედეთის მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის შექმნაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროგრესული ფორუმი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა