„ევროპის უნივერსიტეტი“ Times Higher Education მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია

ევროპის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის - Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2022 წლის გამოშვებაში მოხვდა.

ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველწლიურად, Times Higher Education აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი თითოეული მიმართულებით.

„Impact Rankings 2022“ წარმოადგენს Times Higher Education-ის ზედიზედ მეოთხე გამოცემას და საერთო რეიტინგი მოიცავს 106 ქვეყნის / რეგიონის 1,406 უნივერსიტეტს. „ევროპის უნივერსიტეტი“ არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც შესულია Times Higher Education Impact Rankings 2022-ში. „ევროპის უნივერსიტეტი“ საერთო რეიტინგში იკავებს 1001+ ადგილს და მდგრადი განვითარების ოთხ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა: SDG3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა / Good Health and Well-Being (601- 800) მდგრადი განვითარების მესამე კატეგორიის გათვალისწინებით, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკისთვის, „ევროპის უნივერსიტეტი“ 41.5 – 53.2 შეფასებით 601-800 ადგილზეა. SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (801 - 1000) 33.7 – 41.6 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 801 – 1000 პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში, რომლის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის. SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები / Peace, Justice and Strong Institutions (401 - 600) „ევროპის უნივერსიტეტმა“ მიიღო 40.4 – 56.1 შეფასება და მოხვდა 401 – 600 ადგილზე მეოთხე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება. SDG 17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად / Partnerships for the Goals (1001+) „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მე-17 კატეგორიაში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებმა, შესაბამისი რესურსების გამოყენებით, გლობალური თანამშრომლობის საფუძველზე, მიაღწიონ მდგრადი განვითარების 17 მიზანს“,-აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

„ევროპის უნივერსიტეტი“ Times Higher Education მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგშია

ევროპის უნივერსიტეტი“ პრესტიჟული სარეიტინგო ბაზის - Times Higher Education (THE) Impact Rankings-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების 2022 წლის გამოშვებაში მოხვდა.

ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველწლიურად, Times Higher Education აქვეყნებს უნივერსიტეტების საერთო რეიტინგს და ასევე მდგრადი განვითარების 17 მიზნისთვის შესაბამის ცხრილს, სადაც ნაჩვენებია უნივერსიტეტების პროგრესი თითოეული მიმართულებით.

„Impact Rankings 2022“ წარმოადგენს Times Higher Education-ის ზედიზედ მეოთხე გამოცემას და საერთო რეიტინგი მოიცავს 106 ქვეყნის / რეგიონის 1,406 უნივერსიტეტს. „ევროპის უნივერსიტეტი“ არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც შესულია Times Higher Education Impact Rankings 2022-ში. „ევროპის უნივერსიტეტი“ საერთო რეიტინგში იკავებს 1001+ ადგილს და მდგრადი განვითარების ოთხ კატეგორიაში შემდეგ პოზიციებზეა: SDG3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა / Good Health and Well-Being (601- 800) მდგრადი განვითარების მესამე კატეგორიის გათვალისწინებით, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკისთვის, „ევროპის უნივერსიტეტი“ 41.5 – 53.2 შეფასებით 601-800 ადგილზეა. SDG 4: ხარისხიანი განათლება / Quality Education (801 - 1000) 33.7 – 41.6 ქულით „ევროპის უნივერსიტეტი“ 801 – 1000 პოზიციაზეა მეოთხე კატეგორიაში, რომლის მიზანია უსაფრთხო, ინკლუზიური და პოზიტიური გარემოს შექმნა განათლებაში და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა ყველასთვის. SDG 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები / Peace, Justice and Strong Institutions (401 - 600) „ევროპის უნივერსიტეტმა“ მიიღო 40.4 – 56.1 შეფასება და მოხვდა 401 – 600 ადგილზე მეოთხე კატეგორიაში. SDG 16-ის მიზანია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება. SDG 17: პარტნიორობა მიზნების მისაღწევად / Partnerships for the Goals (1001+) „ევროპის უნივერსიტეტი“ 1001+ ადგილზეა მე-17 კატეგორიაში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებმა, შესაბამისი რესურსების გამოყენებით, გლობალური თანამშრომლობის საფუძველზე, მიაღწიონ მდგრადი განვითარების 17 მიზანს“,-აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი