ლევან ხაბეიშვილი - გაუგებარია, რომ ჩემმა მეგობრებმა ჩასაფრებულის პოზიცია აირჩიეს და თანამდებობებს ტოვებენ - არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას

გაუგებარია, რომ რაღაცნაირად ჩემმა მეგობრებმა ჩასაფრებულის პოზიცია აირჩიეს და ამბობენ, რომ რაღაც თანამდებობებს ტოვებენ. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.

მან თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა არჩევანი უკვე გააკეთეს და მათ „ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდონ“.

„მიშა სააკაშვილის პოზიცია არის, რომ „ძალა ერთობაშია“. ჩვენ ყველანი მაგ აზრზე ვართ და საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში რაიმე თანამდებობებია გასანაწილებელი. ჩვენ სამუშაო გვაქვს ხალხთან და ეს არის ჩვენი საქმე. საქმიდან და პასუხისმგებლობიდან წასვლა, რომ „მე აქ აღარ ვიქნები“, „მე თანამდებობას ვტოვებ“, გულწრფელად გეუბნებით, არ მომწონს. მეტიც, აქედან მოვუწოდებ კიდევ რომ, დამშვიდდებიან და დაწყნარდებიან ჩასაფრებულის პოზიციიდან და დაბოღმილებმა კი არ უნდა გვესაუბრონ, მორჩა ეს არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გააკეთეს უკვე არჩევანი და ჩვენ ახლა ხელი უნდა ჩავკიდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერებმა პარტიული თანამდებობები დატოვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა