„პალიტრა ჰოლდინგი“ კომპანიაში დასაქმებულ პირებს ბავშვის შეძენისას ფულად ჯილდოს გადასცემს

„პალიტრა ჰოლდინგი“ კომპანიაში დასაქმებულ პირებს ბავშვის შეძენისას ფულად ჯილდოს გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა ჰოლდინგის“ HR დეპარტამენტში განუცხადეს, თანხის მოცულობა 1000 ლარი იქნება.

„პატარას პირველი პრემია“ აუცილებლად გაახარებს ჩვენს თანამშრომლებს. „პალიტრა ჰოლდინგი“ ცდილობს მხარი დაუჭიროს მშობლებს და წაახალისოს შობადობის ზრდა. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ჩვენ ვუნაზღაურებდით მშობლებს დეკრეტული შვებულების ნაწილს. ახლა კი მშობლები 1000 ლარსაც მიიღებენ ფულადი ჯილდოს სახით“, - განაცხადეს კომპანიის HR დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პრემია გაიცემა როგორც კომპანიაში დასაქმებულ ქალ, ისე მამაკაც თანამშრომლებზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ორივე მშობელი „პალიტრა ჰოლდინგშია“ დასაქმებული, ფულად ჯილდოს თითოეული მათგანი მიიღებს.

კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში სახელმწიფო დახმარება, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა