გიორგი ჩალაძე - არ შეიძლება „ვივამედის“ ექიმებზე, მედპერსონალზე და კლინიკაზე თავდასხმა, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ - სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სარეანიმაციო პალატაში

არ შეიძლება ექიმებზე, მედპერსონალზე და კლინიკაზე თავდასხმა, ისინი აკეთებენ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედთან“ მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, კლინიკის ექიმებმა სამედიცინო თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც განაცხადეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავდათ.

„განცხადება, რომ სააკაშვილი გადადის რეანიმაციაში მისი სიცოცხლის გადასარჩენად და შესანარჩუნებელი ღონისძიებებისთვის, ეს არის სწორი გადაწყვეტილება კლინიკის და მისი ექიმების მხრიდან. ამიტომ აქ მათზე თავდასხმისთვის არ შეიძლება არაფრის გაკეთება. ადამიანებმა მიიღეს სამედიცინოდ სწორი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის უნდა გადაიყვანონ იმ პალატაში, რომელსაც ჰქვია სარეანიმაციო პალატა“, - განაცხადა ჩალაძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ და მათ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, რაც კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან. პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. უკვე გადავიდნენ ოჯახის წევრებზე, მუქარაზე. დასახელდება ყველა ეს ადამიანი. ამ ინფორმაციით დაკავდებიან შესაბამისი სამსახურები. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც სატელეფონო და სოციალური ქსელის საშუალებით. ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება