შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რეანიმაციაში მისი გადაყვანა „სხეულის მასის ინდექსის“ გამო გადაწყდა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელოდება იმას, თუ როდის გადაიყვანენ რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა კლინიკა „ვივამედში“მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

„მე ვნახე სააკაშვილი, გადასხმა უკეთდებოდა. ექთანი შემოვიდა. შემდეგ ბატონ მიხეილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მიპასუხა, მითხრეს, რომ გადასაყვანი ხარ და მე თანხმობა განვუცხადეო, ველოდები როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ და როგორც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „მან იცის, რომ დღესვე გადაიყვანენ“.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ კლინიკაში კარგად ექცევიან.

„თვითონ კლინიკაში კარგად, ყურადღებით და გულისხმიერად მექცევიანო, ასე მითხრა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი შესაძლოა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ, როგორც ადვოკატმა განმარტა, თავად სააკაშვილმა უთხრა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს „სხეულის მასის ინდექსი“.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის.

„აღწერაც არ მინდა ვიზუალურად. ასე სუსტად მე ის არასდროს მინახავს. სხვა დაეხმარა, რომ მეორე ოთახში გასულიყო. ძალიან სუსტად არის. კომუნიკაციის დამყარება უჭირს. ის გადასხმას იკეთებს, მაგრამ მე როგორც გავარკვიე, საუბარია კვების შემცველობის მქონე გადასხმაზე. ვენურ თერაპიაზე არ დათანხმებია იმიტომ, რომ თქვა, საჭმელს ვიღებ და რატომ უნდა გადავისხაო“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილს კლინიკის მედპერსონალისთვის რეანიმაციაში გადაყვანის თაობაზე რაიმე პირობები არ წაუყენებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო