გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ქსანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, 12:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სოფლებს: ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, გალავანი, საგურამო, შანკევანი, 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ხილიანი, ცხვარიჭამია, ქსოვრისი და 14:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ძველი ქანდა, მისაქციელი.

13:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სტეფანწმინდაში და მიმდებარე სოფლებში: ცდო, გერგეტი, გველეთი, დარიალი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 13:00-დან 17:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, წყაროთუბნისთავი, ხევსურთსოფელი.

15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩუგუნიაანი, მილახვრიანი, პირმისაანი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში