საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი - კატეგორიულად უარვყოფთ მიხაილო პოდოლიაკის ცილისმწამებლურ განცხადებებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, ისინი უარყოფენ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელმაც კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უაღრესად კატეგორიულად უარყოფს ამ და სხვა ცილისმწამებლურ განცხადებებს. ის არ შეიძლება გახდეს რაიმე კონსტრუქციული დისკუსიის საფუძველი“, - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ უნდა განიხილონ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის საკითხი.

კომიტეტის განცხადებით, არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეუშალოს ხელი ასპარეზობაში მხოლოდ მათი პასპორტის გამო.

განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურნენ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობის დაშვება იმის ჩვენებას ნიშნავს, რომ „ტერორი რაღაცნაირად მისაღებია“. მიხაილო პოდოლიაკმა კი აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა