დმიტრო კულება - უკრაინის შეიარაღებული ძალები 140-მდე თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს

გადმოცემის პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 140-მდე თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

“გადმოცემის პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე დასავლური მოდელების ტანკების 120-დან 140-მდე ერთეულს მიიღებს. ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams. და Leclerc-ების ძალიან დიდი იმედი გვაქვს”, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ უკრაინა სატანკო კოალიციის შემადგენლობის გაფართოებასა და უკვე დამტკიცებული მონაწილეებისგან წვლილების შემოტანაზე მუშაობას აგრძელებს.

კულებას თქმით, სატანკო კოალიცია ახლა 12 მონაწილეს ითვლის, მაგრამ კოალიციის ყველა ქვეყნისა და მათი პრაქტიკული წვლილების დასახელება ჯერ ადრეა.

“ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები მათ შიდა პროცედურებთან შესაბამისობაში”, - თქვა კულებამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა