ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ - ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ - ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმად, პარტია მზად არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს.

დეკანოიძის განცხადებით, პარტია არის კოლეგიალური ორგანო და მოსაზრებების გაზიარებაა საჭირო. მისივე თქმით, ეს განცხადება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა

„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. ამ განცხადებების შესახებ არ ვიცოდი. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მანდატების დატოვების საჭიროებაზე კობა ნაყოფიას განცხადებასაც და აღნიშნა, რომ თუ საკითხს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მას რაიმე საწინააღმდეგო არ აქვს, თუმცა, განცხადებები, რომლის უკან ცვლილებები არ ხდება, პოპულისტურია და ასეთი პოლიტიკას მომავალი არ აქვს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელობანი და თუ დადგება ეს საკითხი, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვიტოს, მე ამაზეც წინააღმდეგი არ ვარ. ყველას უნდა ესმოდეს, პარლამენტში ყოფნა არ ყოფნის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში მუშაობა ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ნიკა გვარამიას საკითხზე, როგორც ევროსაბჭოში იყო ეს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან. თუ პოლიტსაბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება მისაღები, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პარლამენტშია. თუმცა, ძალიან არ მომწონს, როცა მხოლოდ განცხადებები კეთდება და იმის უკან არაფერი კონკრეტული ცვლილებები არ ხდება, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩემი წარმოდგენით პოპულისტური პოლიტიკა, რადგან ასეთ პოლიტიკას უბრალოდ მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად", - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს. მისივე თქმით, პარტია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველაფერს ნულიდან დაიწყებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა