მიხეილ სარჯველაძე - ამ ქვეყნის ინტერესების მტრობაა, როცა არავის მიზეზი არ აქვს ქვეყანას სანქციებისთვის გვერდის ავლა დააბრალოს და ოპოზიცია ამ ამბებს თხზავს

ამ ქვეყნის ინტერესების მტრობაა, როცა არავის მიზეზი არ აქვს ქვეყანას სანქციებისთვის გვერდის ავლა დააბრალოს და ეს ხალხი (ოპოზიცია) ამ ამბებს თხზავს, - ამის თაობაზე ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, „ავსტრიის კანცლერის განცხადება სილის გაწნა იყო მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს, რათა ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფო გაილანძღოს“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ძალიან მაღალი დონის ავტორიტეტული წყაროებიდან იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არავითარ დარღვევას ადგილი არა აქვს.

„საფინანსო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა. გუშინ ავსტრიის კანცლერმა გააკეთა განცხადება. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნასა და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, როცა ამ ქვეყანას ექმნება პრობლემები, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით. ამიტომ ისინი არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ეს კეთილსინდისიერი არ არის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარების მზადყოფნა გამოხატა. კარლ ნეჰამერის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა