გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ რეანიმაციაში, პროცედურები აქვს გასავლელი - მისი მდგომარეობა ახლა უკეთესია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, ჯერ შესაბამისი პროცედურები აქვს გასავლელი.

ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის მდგომარეობასთან შედარებით, უკეთესია.

„ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ [რეანიმაცია]. ჩემი ინფორმაცია ასეთია, რომ პროცედურები აქვს გასავლელი. მისი მდგომარეობა უკეთესია. ძალიან მძიმე, დღე იყო. ყველანი დავიღალეთ, თვითონ მკურნალი ექიმებიც. ისინიც ხომ ღელავენ. სახეზე ეტყობა ყველას, რომ ღელავენ. ახლა უკეთესია მისი მდგომარეობა. დილით რომ ვნახე, მაღალი სიცხე ჰქონდა. ძალიან განერვიულებული იყო. ახლა შედარებით მშვიდად იყო და სიცხემაც დაუწია“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, მიიღო თუ არა მესამე პრეზიდენტმა კლინიკა „ვივამედისგან“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შეთავაზება, ალასანია ასე პასუხობს:

„დღეს მთელი დღე ეს გვესმის და აბა არ მიიღო? მე ასე ვიცოდი, რომ ეს პროცედურები იყო გასავლელი“.

ის ასევე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ და რომ კონკრეტული ადამიანები ემუქრებიან. ალასანიას თქმით, მან არ იცის, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს, გარეშე პირებში.

„ვინ არიან ეს გარეშე პირები? არ ვიცნობ ამ გარეშე პირებს. მე უკვე გარეშე პირადაც არ ვითვლები, აქ ვარ ჩასახლებული. არ ვიცი, ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს“, - აღნიშნა ალასანიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა