პოლონეთი უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემას ნატოს პარტნიორებთან განიხილავს

პოლონეთი უკრაინისადმი F-16 თვითმფრინავების გადაცემას ნატოს ფარგლებში პარტნიორებთან განიხილავს.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც პოლონეთი უკრაინას აწვდის, ხორციელდება “ნატოს ფარგლებში პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანხმობის ფარგლებში”.

“როგორც იცით, თვითმფრინავების საკითხი ჩვენ პარტნიორებთან განიხილება”, - დასძინა რაუმ.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე დეტალების გაჟღერებას, როგორებიცაა უკრაინისადმი გადაცემული შეიარაღების, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის სახეობები და რაოდენობა.

ამავდროულად, რაუს თქმით, პოლონეთი მოხარულია გაეროს ქარტიასთან შესაბამისობაში უკრაინელებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დაეხმაროს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა