მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილს - საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს.

მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.

„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილს „მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის“ მადლობას უხდის.

„მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის”, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო