"ევროპის უნივერსიტეტში" პროექტ VETPRO-ს კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში" 30-31 იანვარს, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით" (VETPRO), კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას "ევროპის უნივერსიტეტის", სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„სამუშაო შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: პროექტის გათვალისწინებული სამუშაო პაკეტები, დაგეგმილი აქტივობები, დასახული მიზნები და შესაბამისი ინდიკატორები. აღსანიშნავია, რომ პროექტი - VETPRO მიზნად საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი შემდეგ ამოცანებს ითვალისწიებს: ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა