მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC CAUCASUS) დირექტორს სოფო ახობაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ნარჩენების მართვის საკითხზე ისაუბრეს.

„სოფო ახობაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მხარეებმა ნარჩენების მართვის და ცირკულარული ეკონომიკის გარშემო ინიციატივების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის პროექტის "ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა" ჯგუფის ხელმძღვანელი დაგ ჰიკმანი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა