არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, თუ კანდიდატის სტატუსის მიღებას წაადგება, იქ ვარ და ფეხს დავბან თავმჯდომარესაც და მის თანაშემწესაც - სააკაშვილის გადარჩენა მესამე ფლანგზე გადავა, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდებით

ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის გადარჩენა და სხვა საკითხი, მესამე ფლანგზე გადავა, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდებით. საქართველოს უმთავრესი გასაჭირი დღეს არის კანდიდატის სტატუსის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთში ვეღარ ხვდებიან, „საით მივდივართ, რა გვინდა, რომელ კარს ვუკაკუნებთ“.

„ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, საერთოდ ოპოზიციურ ფლანგში, ქართულ პოლიტიკაში, „ქართულ ოცნებაში“ შემიძლია, ერთ ჭრილში შევაფასო - წაადგება თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღებას. თუ წაადგება, მეც იქ ვარ და ფეხს დავბან თავმჯდომარესაც და მის თანაშემწესაც, თუ არა, შორს ჩვენგან. თუ 2023 წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, იცოდეთ, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ნორმალური სამართლებრივი, დემოკრატიული და განვითარების მიღმა რჩება.

მესმის, რომ შიდა პარტიული დღის წესრიგია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა არის ახალი ხელმძღვანელების თემა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის გადარჩენა და სხვა საკითხი, მესამე ფლანგზე გადავა, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდებით. საქართველოს უმთავრესი გასაჭირი დღეს არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. ეს ფარატინა საკითხი კი არ არის. დასავლეთში ვეღარ ხვდებიან, საით მივდივართ, რა გვინდა, რომელ კარს ვუკაკუნებთ.

ტაქტიკურად და სტრატეგიულად არასწორად მიმაჩნია აქცენტების ასე განთავსება. რაც არ უნდა შეუძლოდ იყოს მიხეილ სააკაშვილი, ის კარგად ხვდება რა არის უმთავრესი საქართველოსთვის. ჩვენ თუ ევროპულ ორბიტაზე ვერ მოვხდებით, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ახალი ბრალდება დაუმატონ, წლებს წლები მიემატოს და სხვებიც მიამატონ სააკაშვილს. მთავარი და მეორე რიგის ამოცანები ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ.

საქართველოს დღეს უპირობოდ ივანიშვილის მთავრობა მართავს. ანომალია არის სწორედ ის, რომ არავისთან გაყოფა, არც პასუხისმგებლობის და არც ვალდებულების მას არ სურს და არც აპირებს. ამიტომ, შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მას აკისრია. გასულ ზაფხულს, გულანთებული 100 000-ზე მეტი ქართველი რომ გამოვიდა, ვიცით რა იდეის გარშემო დაირაზმა, იმის გამფანტველი ოპოზიციური მოძრაობა არის არა ლიდერი და პოლიტიკოსი, არამედ არაფრის ღირსია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მან ასევე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მოწოდება, რომ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ხელისუფლებას სთავაზობს, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასვლას, ახვლედიანის თქმით, დღეს ეს გადაწყვეტილება ქვეყანას არ წაადგება.

„თუ ბოიკოტი, თუ პარლამენტიდან გამოსვლა კანდიდატის სტატუსის მიღებას წაადგება, ყველა ერთად გამოვიდეთ, ახლავე, დაუყოვნებლივ! ჩემ აზრს გეტყვით, რომ დღეს ეს არ წაადგება. ყველა პარტია, ყველა ხელმძღვანელი კარგად დაფიქრდეს, ვინ რას აკეთებს და რაზე იღებს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, პარლამენტი კი არა ყველაფერი დავტოვო, თუ კი ეს შეიძლება, წაადგეს კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა