ნინო წილოსანი - ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ამზადებს თემატურ მოხსენებას საკითხზე - ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში" და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.

„სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი ჩემი, როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მივიღეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. მოკვლეული ინფორმაციებით საქართველოში ჰექტარზე მოსავლიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებში არის და, რა თქმა უნდა, ქართული აგრო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოსავლიანობა გავზარდოთ. ამას კი ვერ მივაღწევთ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. თემატურ მოხსენებაში ასახული იქნება ის, თუ რა უნდა გააკეთოს სოფლის მეურენობის განვითარების სააგენტომ და სხვა უწყებებმა სოფლის მეურნეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შესაბამის შედეგებს მივიღებთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თემატური მოხსენება გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს