„ევროპელი დემოკრატების“  ლიდერები,  პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე  საქართველოში  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია და „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების პერსპექტივა და გამოწვევები იყო. ასევე, პრესსამასახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების დაგეგმილი ვიზიტები ბრიუსელში, ნატოს წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში.

„საქართველოში ნატოს წარმომადგენლობის შეფთან ბატონ ვინიკოვთან შეხვედრამ საინტერესო და საქმიან გარემოში ჩაიარა. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, ქვეყანაში გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ სიტუაციაზე, რაც არის შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბატონ ვინიკოვს, ოკუპაციასთან დაკავშირებით, ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე ჩვენი ხედვა გავაცანით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. საუბარი შეეხო ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რადგან ნატოში გაწევრიანება არ არის მხოლოდ სამხედრო მიმართულება, ეს არის ღირებულებები, რომელიც აგებულია დემოკრატიულ სისტემებზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევაა.

დაგეგმილია და მალე გაიმართება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების შეხვედრები ბრიუსელში, ნატოს წარმომადგენლებთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ასევე ევროპის საბჭოში და ევროპარლამენტში.

მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რაც შედგა ჩვენ შორის. გვექნება რეგულარული და აქტიური თანამშრომლობა ყველა იმ საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა