მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის სამეფოში შეხვედრებს მართავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, შვედეთის სამეფოში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა, ქალაქ სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არონ ემილსონთან და კომიტეტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე, ეუთოს საპარალმენტო ასამბლეის შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე იოჰან ბუზერთან.

“შეხვედრებისას, შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დინამიკას.

მხარეებმა, ასევე იმსჯელეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე; ევროკავშირსა და საქართველოს შორის შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე.

შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად და ასევე, შვედეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე: „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები". ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები სხვადასხვა კვლევითი ცენტრებიდან და შევედეთს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოლოდინებზე.

შეხვედრას ესწრებოდა შვედეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა