„ვივამედის“ დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში - მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, ხოლო მისი მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს.

ჩხაიძის თქმით, პაციენტი სააკაშვილი იღებს „ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს“.

„ეს არის მინიმალური რაოდენობა კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება.

არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში, ხილული არ არის.

შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს განაცხადა, რომ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით, უფრო სწორად, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს, როგორც თვითონ აღნიშნა, გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს“, - განაცხადა მან ”იმედთან“ ინტერვიუში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ