გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ქსანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, 12:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სოფლებს: ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, გალავანი, საგურამო, შანკევანი, 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებში ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ხილიანი, ცხვარიჭამია, ქსოვრისი და 14:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ძველი ქანდა, მისაქციელი.

13:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს სტეფანწმინდაში და მიმდებარე სოფლებში: ცდო, გერგეტი, გველეთი, დარიალი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 13:00-დან 17:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, წყაროთუბნისთავი, ხევსურთსოფელი.

15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩუგუნიაანი, მილახვრიანი, პირმისაანი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია